თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვიტარმედ: ოდეს ცოდვათა შინა სცხოვნდებოდეთ, ესრეთ ჰმორჩილობდით ურჩულოებასა, რომელ არცა თუ ერთსა იქმოდეთ სიმართლესა. რამეთუ ამას მოასწავებს თუ "თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან", ესე იგი არს, ვითარმედ არცა ერთსა საქმესა ზედა ჰმორჩილობდით მას. ეგრეთვე უკუე აწცა, ვინაჲთგან მოხუედით სიმართლედ, ნუცაღა ერთსამცა საქმესა ზედა ჰმორჩილობთ ცოდვასა, არამედ სრულიად განთავისუფლდით მისგან.
Romans 6:20
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰმონებდით ცოდვასა, ყოვლად არცა ერთსა რას თავს-იდებდით ქმნასა სიმართლისასა, რამეთუ ესე არს თავისუფლებაჲ სიმართლისაგან, და ამას ყოველსა შინა უნაყოფოცა იყვენით ჰჱთუმცა ვითარ-იგი კეთილისაგან, ეგრეთვე ბოროტისაგან! არამედ საქადული არცა ერთი რაჲ გაქუნდა. ხოლო სირცხჳლითა ესოდენ აღსავსე იყვენით. რომელ არა ხოლო მაშინ, არამედ ჯერეთ აწცა გრცხუენის მაშინდელთა საქმეთათჳს, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ ცოდვისაჲ, რომელ მრავალჟამეულსა სირცხჳლსა აქა, და უნანელ თუ იყოს, დაუსრულებელსაცა სირცხჳლსა დაუმკჳდრებს, აქაცა და მუნცა; და არა ხოლო სირცხჳლსა, არამედ სიკუდილსაცა სულისასა.
თარგმანი: რაჟამს-იგი უკეთურებასა შინა იყვენით, ესრეთ მორჩილ იყვენით მისა, რომელ ყოვლადვე სიმართლესა არა იქმოდეთ, და თავისუფალ იყვენით მისგან. ესე იგი არს, ვითარმედ ურჩ და შეურაცხის-მყოფელ იყვენით.
...ხაზნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო, ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო რწმენით მივეახლოთ ჩვენი უფლის ბრწყინვალე აღდგომის მაცოცხლებელ მადლს და შევიმოსოთ სიმართლის საჭურველი, რათა „ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით“ ().
მაშინ გავემიჯნებით საყოველთაოდ გაბატონებულ ეგოცენტრიზმს, - თავისმოყვარეობას, - და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სწორედ ეგოიზმია, სხვისთვის სიყვარულით აღსრულებული მსახურება კი - ჩვენი გადამრჩენელი. აღმოვაჩენთ, რომ ღმერთის სიყვარული განუყოფელია მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს.
და თუ ყოველივე ამას ჩვენს ცხოვრებაში რწმენით აღვასრულებთ, შევიმოსავთ ქრისტეს და ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. “დაითესება ჩვენი სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი …… დაითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, დაეთესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში“ (Iკორ.15,42-44).
მაშ, “ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, არამედ როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს!“ ().
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართვ...
...ვიდრეღა სიკუდილდმდე წინააღუდგეს მას, ხოლო სიმართლე ყოვლითა ძალითა შეიტკბეს.
ისმინე პავლესი, ვითარ სირცხჳლად და საკდემელად იტყჳს ცოდვასა: „ოდეს-იგი მონანი იყვენითო ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს“. ხოლო შრომათათჳს და ჭირთა ღმრთისმსახურებისათა მარადის მოქადულ არს და მოხარულ, რამეთუ უწყის, ვითარმედ აღსასრული მათი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს. ამისთჳს ღაღადებს: „რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს“.
ამისთჳს მეცა გლოცავ თქუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგანვე შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა; შემდგომსა მას დავივიწყებდეთ და წინასა მივსწუთებოდით და კრძალულებით ვსდევდეთ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად მისა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.