მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 8:1

1. There is therefore now no condemnation to them which are in Christ Jesus, who walk not after the flesh, but after the Spirit.2. For the law of the Spirit of life in Christ Jesus hath made me free from the law of sin and death.
Romans თავი 8
1. There is therefore now no condemnation to them which are in Christ Jesus, who walk not after the flesh, but after the Spirit.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ (8,1).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ წარიკითხვოდის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: არღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ ქრისტეს იესუჲსთა მათდა, არა ჴორცთაებრ მავალობაჲ, არამედ სულისაებრ. ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: აწ არღარაჲ აყენებს მორწმუნეთა ქრისტესთა სლვად, არა წესითა ჴორციელითა, არამედ სულიერითა; ვინაჲთგან არა ხოლო ძაგებითა და ქებითა საქმეთაჲთა, არამედ თანაშემწეობითა ყოველსავე შინა წარუმართებს მათ, რომელი-ესე ძუელსა მას შინა უღონო იყო, რაჲთა სიტყუასა თანა საქმითცა შეეწიოს ქმნად მისსა, რასა იგი ეტყჳს. ამისთჳს შეუწევნელი იგი მხილებაჲ მისი უმეტესადღა დასაშჯელ იყო მათდა, რომელნი არა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ცოდვიდეს.

თავი ი̂ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მიციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომელნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომლნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...ო რაჲთა სცნა, ვი-თარმედ უმეტესი ძალი და შეწევნაჲ მოგუეცა ჩუენ აწ, ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „არარაჲ დასასჯელი არსო აწ მათა, რომელნი-იგი ქრისტე იესუს მიერ არა ჴორციელად ვლენან, არამედ სულიერად, რამეთუ რჩულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუს მიერ განგათავისუფლა შენ რჩულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“.

ხოლო ვინაჲთგან აუწყა დამჴსნელთა ახლისა ამის რჩულის-დებისა-თა, თუ ვითარისა სასჯელისა თანამდებ არიან, და კუალად აღმასრულებელთა მისთა აღუთქუა სიმრავლე იგი სასყიდელთაჲ და გჳჩუენა, ვითარმედ უზეშთაესსა საზომსა ეძიებს ჩუენგან პირველთა მათ, ძუელსა შინა შჯულსა მყოფთაჲსა, იწყებს მიერითგან საკჳრველსა მას შჯულის-დებასა შემსგავსებითა პირველთა მათ მცნებათაჲთა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მათვე თანაეწამების და არა დაჰჴსნის, არამედ ჟამსა ჯეროანსა უმეტესისა მიმართ აღაორძინებს მათ, ვითარცა ესერა ვისმინოთ ბრძანებაჲ მისი: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან ჰკლას, თანამდებ არს სიკუდილისა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“ (5,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ჴელმწიფებაჲ იგი სრული? იხილეა ქადაგებაჲ, შემსგავსებული რჩულისმდებლისა მის ჭეშმარი...

სრულად ნახვა