მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 9:13

12. It was said unto her, The elder shall serve the younger.13. As it is written, Jacob have I loved, but Esau have I hated.14. What shall we say then? Is there unrighteousness with God? God forbid.
Romans თავი 9
13. As it is written, Jacob have I loved, but Esau have I hated.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, —რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: უხუცესმან მან ჰმონოს უმრწემესსა მას; ვითარცა წერილ არს: იაკობი შევიყუარე (9,11-13).:

თარგმანი: ესე იგი არს, რაჲთა წინაჲსწარმცნობელობით გამორჩევაჲ ღმრთისაჲ გამოჩნდეს; რამეთუ, ვიდრეღა არაჲ კეთილი ექმნა იაკობს, საყუარელ უწოდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ შობისავე იცნის გონებანი და თუ რაჲ ყოფად-ა კაცსა მას თანა, და არა თუ კაცთაებრ ხილვაჲ უჴმს საქმეთაჲ, და მერმეღა ცნობაჲ.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, — რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას; ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე (9,12-13).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა საქმეთაგან, არამედ ძალითა წინაჲსწარმცნობელობისაჲთა, ვითარიცა უწყოდა ყოფადი მათთჳს, ეგრეთვე წინააუწყა. ვის? — არამედ დედასა მათსა, და ჰრქუა: "უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა". და ესე "დაბადებასა" შინა წერილ არს. ხოლო მეორე ესე მალაქიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან არს: "იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე". რამეთუ კაცთა, ოდეს იქმნის, მაშინღა ცნიან, ხოლო ღმერთმან პირველ ქმნადმდე იცის, რაოდენი რაჲ იქმნებოდის. ამისთჳს, რომლისაჲ უწყოდა კეთილ ყოფაჲ, იგი შეიყუარა, ხოლო რომლისასა მეცნიერ იყო ბოროტად ჴუმევასა თჳთმფლობელისა ნებისასა, იგი მოიძულა.

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ხილე, როგორ კადნიერად მიუგებს ღმერთს: „ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?" (). ისავმაც კვლავ ძმა შეურაცხყო და ღმერთიც შეურაცხყო. ამიტომ ამბობდა ღმერთი: „იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე" (). ამიტომ პავლეც ამბობს: „ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ" (). იოსები ძმებმა შეურაცხყვეს და ღმერთიც შეურაცხყვეს. ისრაელიანებმა მოსე შეურაცხყვეს; ამიტომ ღმერთიც შეურაცხყვეს. ასევე ელის ძეებიც ხალხს შეურაცხყოფდნენ და ღმერთსაც შეურაცხყოფდნენ.

გსურს, საწინააღმდეგო მხრიდანაც იხილო? აბრაამმა ძმა დაინდო და ღმერთსაც დაემორჩილა; ეს ცხადია მისი მორჩილებიდან ძე ისაკის მიმართ, და მთელი სხვა სათნოებიდანაც. კვლავ, აბელი ძმის მიმართ შემწყნარებელი იყო და ღმერთის მიმართაც მოწიწებული. ამ...

სრულად ნახვა