თარგმანი: სიტყუაჲ ჯუარისაჲ და საქმე ესე ქრისტიანობისაჲ და ქადაგებაჲ ესე წინაშე წარწყმედულთა მათ ურწმუნოთა სიცოფედ შერაცხილ არს, რამეთუ, რაჟამს ვიტყოდით თუ — ძე ღმრთისაჲ ჯუარს-ეცუა და მოკუდა და აღდგა და ჯუარითა სიკუდილი დაიჴსნა, და ვითარმედ აღდგებიან მკუდარნი და იქმნების საშჯელი, — ესე ყოველი სიცოფედ შეურაცხიეს, თუ ვითარმცა კაც იქმნა ღმერთი და ჯუარს-ეცუა, და ყოველი იგი ზღაპრად შეურაცხიეს და სიცოფედ. ხოლო ჭეშმარიტად წარწყმედილნი არიან იგინი, რომელთა საქმენი იგი, ღმრთისა მიერ კაცთა საცხორებელად მოცემულნი, მათ სიცოფედ შეურაცხიან.
1 კორინთელთა მიმართ 1:18
17. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.18. რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.19. რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1