მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:17

16. ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.17. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.18. რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
17. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად (1,17).:

თარგმანი: რაჲსათჳს უკუე ნათელ-სცემდა, ვინაჲთგან არა ამისთჳს მივლინებულ იყო; რად ნათელ-სცემდა ერთსაცა? —ამას უკუე ვიტყჳთ, ვითარმედ მოვლინებულ იყო ხარებად, ხოლო ნათლის-ცემად არავე დაყენებულ იყო; არამედ, უკუეთუმცა ინება, იქმოდა მასცა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად (1,16-17).:

თარგმანი: რაჲსა ნათელ-სცემდა, უკუეთუ არა ნათლისცემად მოვლინებულ იყო? — ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ, დაღაცათუ ქადაგებად მოვლინებულ იყო, არამედ ნათლისცემად , არამედ უმეტესითა ქრისტესითა ამასცა ჰყოფდა მას თანა. ხოლო ესეცა ცხად არს, ვითარმედ უძნელეს ნათლისცემისა არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ. რამეთუ პირველად, რაჟამს ჯერეთ ურწმუნო და იყვნენ საღმრთოთა შჯულთა, ესევითართა მიმართ ქადაგებაჲ სახარებისაჲ რკინისა უმტკიცესისა არს, რაჲთა მოთმინებით და უშიშად რობითა მყუვარ-სადმე და ძლით არწმუნოს. ხოლო რაჟამს ურწმუნონი მორწმუნე ყვნეს, მაშინ ყოველსა კაცსა ლაღ ძალ-უც ნათლისცემაჲ ერთგზის მორწმუნე ქმნილთაჲ მათ. ამისთჳსცა მოციქული პავლე, ვითარცა უძლიერესი, უმაღლესისა მის მსახურებისათჳს მოვლინებულ იყო, რომელ არს სახარებაჲ. და შემდგომის მის ქმნად არა დაყენებულ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის