მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:25

24. ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.25. რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.26. რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
25. რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთასა არს (1,25).:

თარგმანი: ჯუარი შერაცხილ არს უგუნურთა მათ მიერ სისულელედ, არამედ იგი უბრძნეს არს ყოველთა კაცთასა. და ქადაგებაჲ იგი ქრისტიანობისაჲ შერაცხილ არს სისულელედ, არამედ იგი უბრძნეს არს ყოვლისა სოფლისა. ვითარ? — გარნა ესრეთ, რამეთუ ბრძენნი იგი და ფილაფოსნი სოფლისანი ცუდთა და ჭეშმარიტად ცოფთა საქმეთა გამოძიებასა შეუდგეს, და ყოველნი მორჩილნი მათნი უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა შთაჴადნეს, ხოლო ჯუარმან და ქადაგებამან მან ქრისტიანობისამან მათცა პირი დაუყო და ყოველი აცხოვნა, რომელი-იგი წინაშე მათსა სისულელედ ჩნდა. და ამაოთა მათ ბრძენთა საჴსენებელიცა არა ჩანს სოფელსა შინა, ხოლო ქადაგებამან მან ჯუარცუმულისამან, მოციქულთა მათ უსწავლელთა მიერ ქადაგებულმან, ყოველი სოფელი აცხოვნა და დაიპყრა.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ — უძლიერეს კაცთა არს (1,25).:

თარგმანი: სულელ ღმრთისა ჯუარსა უწოდს, რომელი-იგი დაღაცათუ წარმართთა სისულელედ შეჰრაცხეს, არამედ ესოდენ უბრძნეს არს იგი ბრძენთა, რომელ მათ ვერცა ერთი ვინ აცხოვნეს, ვითარცა ამაოებისა მიდევნებულთა, ხოლო ჯუარმან ყოველი სოფელი ესრეთ აღმოიყვანა უფსკრულით წარწყმედისა, ვითარ-იგი სახედ მისსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ ფილმან ტარმან აღმოიქუა ცუ პირი თჳსი. და კუალად, უძლურ ღმრთისა ვე ჯუარი არს, რომლისა სახელსა ბევულნი დაშრეტად გულსმოდგინე ნნეს, ხოლო იგი უფროჲს და უმეტეს ვის, და აღემატების ყოველთა შორის ჯუარისა და ჯუარცუმულისაჲ.

დიონოსისი: არა ხოლო ყოველი კაცობრივი მოგონებაჲ საცთურეან იწოდების მტკიცეთა მათ და მდგომთა, საღმრთოთა სრულებათა გულისჴმის-ყოფისა, არამედ ჩუეულებაჲცა არს ღმრთისმეტყუელთაჲ, რაჲთა წინააღმდგომებით შემოღებულთა სიტყუათა მიერ და ნაკლულთა ჰყოფდენ...

სრულად ნახვა
სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთასა არს (1,25).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი-იგი სოფელსა ამას ბრძნად შერაცხილ იყვნეს, შეარცხჳნა ღმერთმან უძლურთა მიერ და მეთევზურთა კაცთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის