თარგმანი: გუასწავლის ჩუენ მოციქული მადლობასა ღმრთისასა, და ამისთჳს ყოველთა მათ ებისტოლეთა შინა მისთა დასაბამად მადლობაჲ დაუწესებიეს, რაჲთა ვისწავოთ ჩუენცა ყოველსავე კეთილსა ზედა ღმრთისა მადლობაჲ, რამეთუ მის მიერ არს ყოველი ნიჭი კეთილი და სრული. ეჰა სიყუარული ყოვლადწმიდისა მის სულისაჲ, რომელი აქუნდა ღმრთისა მიმართ! ამისთჳსცა მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, "ღმერთსა ჩემსა", რამეთუ სიტყუაჲ ესე ფრიადისა სიყუარულისა გამომაჩინებელი არს.
1 კორინთელთა მიმართ 1:4
3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.5. რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
1 კორინთელთა მიმართ თავი 1