მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:23

22. ანუ ვაშურებთ-მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ?23. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს.24. ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
23. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველივე უმჯობეს არს (10,23).:

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: მე წმიდითა სჳნიდისითა ვჭამ და ჴელ-მეწიფების ქმნაჲ ამისი, — ამისთჳს ეტყჳს: ჰე, თჳთმფლობელად შეუქმნიხარ ღმერთსა ყოფად, რაჲცა გენებოს; არამედ არა გიჴმს ქმნად ეგევითარი, რომლითა მიზეზ ექმნე სხუასა ზიარებად კერპთა ტაბლისა.

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სახელის გმობა და მოყვასის აღშენება:

...ჩვენი ცხოვრების კეთილდღეობა დამოკიდებული. ამიტომ სხვა ეპისტოლეშიც ამბობს: „ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი" (); და კიდევ სხვაგან: „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ... არა ყოველი აღმაშენებელ არს" (). ხედავ მოციქულებრივ სიბრძნეს? თუმცა შემეძლო, ამბობს, რაღაცის გაკეთება, და ეს ჩემთვის არაფერს ავნებს, მაგრამ მე ამის უფლებას თავს არ მივცემ, რადგან ეს მოყვასის აღშენებას არ ემსახურება. აჰა, მოყვარული სული! აჰა, როგორ ზრუნავს იგი არა მხოლოდ თავის თავზე, არამედ ყველაფერში უდიდეს სათნოებას ავლენს, რომელიც მოყვასის აღშენებაზე მზრუნველობაში მდგომარეობს. ეს ყველაფერი რომ ვიცით, გთხოვთ, ვიფრთხილოთ და თავი შევიკავოთ იმისგან, რამაც შეიძლება თქვენი სათნოების სიმდიდრეს ზიანი მიაყენოს; არასოდეს ვქმნათ ისეთი რამ, რაც მოყვასს ავნებს. ეს ცოდვას ზრდის და უფრო მძიმე სასჯელს გვიმზადებს. ნუ უგულებელვყოფთ თუნდაც უმცირეს ადამიანს და ნუ ვიტყვით ისეთ სასტიკ სიტყვებს: „რა მოვალეობა მაკისრია, თუ ის შესცდება?" რას ამბობ? — მითხარი. რა მოვალეობა გაკისრია? ქრისტემ ისეთი სუფთა ცხოვრება გიბრძანა, რომ შენი მხილველნი არა მხოლოდ შენ აღგტაცებოდნენ, არამედ შენს...

სრულად ნახვა