მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:8

7. ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.8. ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.9. ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
8. ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოცდასამი ათასი (10,8).:

თარგმანი: რაჲთა ზემოჲთ-რე წარმოთქუმითა აღვავსოთ ნეშტი ნაკლულევანებაჲ სიტყჳსაჲ მის, რამეთუ საძიებელ არს ვიეთგანმე, ვითარმედ: ვითარ კერპთმსახურებისა ბრალად დაწერა მოციქულმან შემდგომად მთრვალობისა ქმნილი იგი სიმღერაჲ ერისაჲ, არამედ ცხად არს, ვითარმედ მღერაჲ იგი არა თუ სხუაჲ რაჲმე იყო, თჳნიერ რამეთუ ჴბოჲსა მისთჳს, რომელ მათ ქმნეს, მის წინაშე განეწყვნეს მემღერნი და აქებდეს მას. ხოლო სიძვაჲცა იგი მათი ნაყროვნებისავე ნაყოფი იყო.

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომი და წარსულ სასჯელთა მოწმობა:

...გინდა იხილო დასჯილები მორწმუნეთაგან და ღმერთთან ყურადღებით მყოფთაგანაც, რომელთაც სწორი ცხოვრება არ ჰქონდათ? მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს: „ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.“ (); „ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.“ (); „ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.“ (). თუ სიძვამ ასეთი ძალა გამოიჩინა და თუ დრტვინვამაც , ჩვენი ცოდვები რას არ მოიმოქმედებს? თუ ახლა სასჯელს არ ითხოვს, ნუ გაგიკვირდება; რადგან მათ გეენა არ იცოდნენ, ამიტომ ფეხდაფეხ მოსული სასჯელებით ისჯებოდნენ; შენ კი რამდენიც უნდა შესცოდო, თუნდაც არავითარი სასჯელი არ მიიღო, იქ გადაიხდი.

მაშ, უფრო ყრმებრივებს და არც ასე ბევრში შემცოდეებს ასე სჯ...

სრულად ნახვა