...შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამათ სიტყუათაგან საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზნი არიან თი-თოეულისა წმიდათაგანისათჳს განწესებულ და უფროჲსღა ყოველთათჳს მორწმუნეთა. რამეთუ მოციქული იტყჳს დედაკაცისათჳს: „ჯერ-არსო დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა ზედა ანგელოზთათჳს“; და მოსე იტყჳს: „დაამტკიცნა საზღვარნი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“. ხოლო აქა არა ანგელოზთა ოდენ იტყჳს, არამედ ანგელოზთა დიდთა; რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს ამით სიტყჳთა, არამედ უმეტესსა კადნიერებასა და ფრიადსა პატივსა მათ ანგელოზთასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად წარწყმედულისა“ (18,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სხუასა პირსა შემოიღებს გამოჩინებად და სწავლად, ვითარმედ არავისი ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ. რამეთუ ზემო თქუა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“. ამით სიტყჳთა გამოაჩინა, თუ რაოდენი თანაგუაც პატივი და არზანიგი მოშიშთა ღმრთისათაჲ, ხოლო აწ კუალად...