თარგმანი: მასვე მიზეზსა, რომელ აქუნდა მათ ნივთად სულმოკლებისა, ესე იგი იყო განყოფილებაჲ მადლთაჲ, მასვე შემოართუამს მოციქული მიზეზად ერთობისა, ვითარმედ: არათუმცა გაქუნდა განყოფილებაჲ მადლთაჲ, არამცა იყვენით გუამ, და არა თუმცა იყო ერთგუამობაჲ, არამცა იქმნა სწორპატივობაჲ; რამეთუ სწორპატივობაჲ და ერთობაჲ ერთგუამობისაგან იქმნების.
18. აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება.19. ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?20. ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12