თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ბუნებაჲ საქმისაჲ ესრეთ არს, რაოდენცა ვინ იტყოდის არაერთობასა, ვერვე განვარდების ზოგადისა მის ყოველთა გუამისა სავსებისაგან.
19. ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?20. ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი.21. ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12