თარგმანი: შემდგომად ჯეროვნად წარმოჩინებისა, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს არს მეტყუელებასა ენათასა, ძლიერად ამხილებს, ვითარმედ ესე არს ყრმა ყოფაჲ გონებითა, რაჟამს მცირეთათჳს დაუკჳრდებოდის, რომელ არიან ენანი, და უდიდესთა შეურაცხ-ჰყოფდენ, რომელ არიან წინაჲსწარმეტყუელებანი! არამედ მაშინ ჯერ-არს ჩჩჳლ ყოფაჲ, რაჟამს წინა-ედვას ვის საქმედ ცოდვაჲ რაჲმე ანუ უსამართლოებაჲ. ხოლო ესე არს სიჩჩოჲ, ვითარმცა არა უწყოდა ცოდვისა ანუ ბოროტისა ყოფაჲ. და კუალად, ესე არს გონებითა სრულ ყოფაჲ, რაჲთა სიბოროტესა ევლტოდის და სათნოებასა მიდევნებად მოსწრაფე იყოს და დიდთა და უმარგებელესთა მადლთათჳს არარას ორგულებდეს.
1 კორინთელთა მიმართ 14:20
19. არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა.20. ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით.21. რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14