თარგმანი: ვითარ-იგი მარადის ჩუეულებაჲ აქუს მოციქულსა, რაჲთა ყოველსავე ძუელსა თხრობათა და წინაჲსწარმეტყუელებათა შჯულად უწოდდეს, ეგრეთვე აწ სიტყუასა ამას ესაიაჲსსა შჯულისად უწოდს. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳსღა ეტყჳს, ვინაჲთგან არა ისმენენ მისსა. ცხად არს, ვითარმედ, — ამისთჳს, რაჲთა მან თჳს-იყოს და ყოვლით კერძო აჩუენოს სიმდიდრე წყალობათაჲ ჩუენ ზედა და სძლოს მას, რომელი უშჯოდის მას; ვითარ-ესე აწ წინა-მოასწავა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ განყოფაჲ იგი ენათაჲ სასწაულ ყოფად ურწმუნოთა, რაჲთა უმეტეს დაუკჳრდეს და ჰრწმენეს ღმრთისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 14:21
20. ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით.21. რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი.22. ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14