თარგმანი: ამათ სიტყუათაჲ კითხვის სახედ ჯერ-არს წარკითხვაჲ, რამეთუ ვითარცა წინა-აღსადგომელად უთქუამს მათთჳს, ვითარ თუმცა იყვნეს ვინმე არა-შემწყნარებელნი განწესებისა ამის, დედათა დუმილად მბრძანებელისანი, რომელთა ესრეთ ეტყჳს: ნუუკუე თქუენ მხოლოდ ოდენ ხართა მორწმუნე სოფელსა შინა? რამეთუ არცა მხოლონი ხართ, არცა უპირატესნი ყოველთა მორწმუნეთანი; ამისთჳს გიჴმს საზოგადოსა მსოფლიოსა წესსა თქუენცა მორჩილ-ყოფაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 14:36
35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად.36. ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია?37. უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წანაწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14