მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:7

6. ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა?7. ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?8. და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
7. ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან — ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? (14,7).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნი გულისჴმის-ყოფითა ვირგებთ და არა გულისჴმის-ყოფითა ვივნებთ? არამედ თჳთ უსულოთაცა ამათ და უგრძნობელთა ნივთთა ჴმანი მაშინღა საჰამებელ არიან, რაჟამს არა უწესოდ და შერევნით, არამედ თჳს-თჳს და შეწყობით სასმენელ იქმნებოდიან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის