თარგმანი: და ესეცა სახედ შემოუღია საცნაურ ყოფად სარგებელსა თარმანებით განცხადებისასა, ვითარმედ: უკუეთუ არა თანა-შეჰრთონ ჴმასა საყჳრისასა ქადაგისა მიერ მიმოდადებაჲ ჟამსა და ადგილსა ბრძოლისასა, ვერვინ ჯეროვნად განემზადოს ბრძოლად, რამეთუ უმეცარ არნ, თუ რაჲსათჳს არს ცემაჲ იგი საყჳრსა.
1 კორინთელთა მიმართ 14:8
7. ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?8. და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?9. ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14