თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ეგრეცა არიან ჩუენდა სახენი ესე? — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ეგრეცა თქუენ ვერაჲ ვის არგოთ ენათა მიერ თჳნიერ გამოთარგმანებისა. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს მოეცა მადლი იგი ენათაჲ, უკუეთუ ყოვლად უჴმარ არს? — გარნა უწყოდენ, ვითარმედ არარაჲ უჴმრად მოეცემოდის მადლთაგან სულისათა, არამედ აწ მოციქული უდიდესობასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებისასა, და დაღაცათუ უმცირესობასა, არამედ არავე სრულიად უჴმარობასა —ენათა მეტყუელებისასა, რამეთუ მისდა სარგებლად მოცემულ იყვს, რომელი თჳთ იტყჳნ და თჳთვე გულისჴმა-ჰყოფნ სიტყუათა თჳსთა, ლოცვისანი თუ იყვნიან ანუ თუ სწავლისანი. ხოლო ესე უმდიდრესისა მადლისა მოქენე არნ, რაჲთა თჳთცა გულისჴმა-ჰყოფდეს და სხუათაცა გამოუთარგმანებდეს სიტყუათა თჳსთა. რამეთუ შემსგავსებულად სარწმუნოებისა სიმდიდრისა და განწმედისა თავთა თჳსთაჲსა მიიღებდეს მადლთაცა.
1 კორინთელთა მიმართ 14:9
8. და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?9. ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი.10. ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14