თარგმანი: ჩჩჳლ ქრისტეს მიერ — იყვნეს იგინი, რომელნი არღა მიწევნულ იყვნეს სრულებასა შჯულთა ქრისტესთასა. ხოლო სძედ უწოდს ჯერეთ უსრულსა მოძღურებასა, და საჭმლად სახელ-სდებს სრულსა. ხოლო "არღა გეძლოჲ" ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: "არა გენება"; რამეთუ ამას ცხად ჰყოფს დაწყებითგან ებისტოლისაჲთ, დაღაცათუ აწ შენდობით ეტყჳს "ვერ-შეძლებასა", რიდობით მხილებისათჳს.
1 კორინთელთა მიმართ 3:2
1. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.2. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,3. რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 3