თარგმანი: "განუსუენებელისა" წილ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: დაუდგრომელ ვართ. რომლისა მიერ გამოჩნდების, ვითარმედ არა ხოლო ქადაგებად მიმოსლვისაგან, არამედ არცაღა ადგილ-ადგილ დევნულებათაგან არა ეფლო მოციქულთა ერთსა ადგილსა განსუენებაჲ და კუალად ამას არავე კმა-იყოფდეს, რაჲთამცა იზარდებოდეს ვისგანმე, ვითარცა ძჳრხილულნი ქადაგებად მიმოსლვითა და დევნულებათა შემთხუევითა, არამედ უშრებოდეს-ცა უწყინოდ, რაჲთა იზარდებოდინ მოქმედებითა ჴელთაჲთა.
1 კორინთელთა მიმართ 4:12
11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,12. რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;13. მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4