თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ: გინებულნი ვაკურთხევთ; დევნულნი თავს-ვიდებთ; გმობილნი ვჰლოცავთ; რამეთუ ესე არს ქრისტესთჳს სულელ-ყოფაჲ ამას სოფელსა, რაჲთა არა ხოლო ბოროტისა წილ ბოროტი არა მივაგოთ, არამედ კეთილიცა უყოთ ბოროტის მყოფელთა. და არა ხოლო მოთმინებით თავს-ვიდებდეთ, არამედ გჳხაროდის-ცა ჭირთა ზედა, რომელნი სახელისა მისისათჳს შეგუემთხუეოდინ, და რაჲთა ვჰლოცვიდეთ მათ, რომელნი მგმობდენ ჩუენ, მოქცევად ღმრთისა და სინანულად, და ესე ყოველნი სისულელედ შეურაცხიან მყოფთა ამის სოფლისათა.
12. რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ;13. მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე.14. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4