მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:4

3. რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა; და აწ ეგრეთ შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა,4. სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა5. მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრსისტესსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
4. სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა შეკრებასა თქუენსა (5,4).:

თარგმანი: რაჲთა არა ზუაობად შეურაცხონ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა თუ "აწვე გამისჯიეს", ამისთჳს იგინიცა ზიარ-ყვნა საშჯელსა მას, რაჟამს თქუა, ვითარმედ "შეკრებასა თქუენსა", გარნა "სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა", ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოდ შეკერბით და საჯეთ და ნუ შეპყრობილ ხართ კაცისა მის რიდობითა კაცობრივითა და თუალთ-ღებითა.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა (5,4).:

თარგმანი: რაჲთა არა სილაღისად შეჰრაცხონ მათ ზემო თქუმული იგი "აწვე განმიბჭიესი", ამისთჳს მათცა იზიარებს განჩინებასა ამას, მის მიერ ქმნილსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის