თარგმანი: კაცი იგი, რომელსა საქმე იგი ექმნა, ერთი იყო ფილაფოსთაგანი და დიდთაჲ მათ შორის და იგინი ამისთჳს არარას ეტყოდეს მას, არამედ უფროჲსად იქადოდეს მისისა ფილაფოსობისათჳს, და აქებდეს. და ამით უფროჲსად აბრკოლებდეს მას ცნობად თჳსისა ბოროტისა. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი, რომელ იქადით მისისა ფილაფოსობისათჳს და არა ამხილებთ ცოდვასა მისსა, არამედ უგულებელს-გიყოფიეს.
1 კორინთელთა მიმართ 5:6
5. მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრსისტესსა.6. არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი; არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?7. განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5