თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ უკუეთუ იტყჳთ თუ — არა არიან სოფლიოთა შჯულთა და სამართალთა მეცნიერნი ჩუენ შორის, მე გეტყჳ, ვითარმედ ამათ სოფლისა და ჴორციელთა საშჯელთათჳს თუცა-მცა ბრძენნი არა გყვეს და მეცნიერნი, რომელნი ყოველთა უშეურაცხესნი არიან ქრისტიანეთა კრებულსა შორის, უმჯობეს არს, რაჲთამცა მათ განსჯად ეცით საქმე იგი, ვიდრეღამცა ურწმუნოთა მიმართ მიხჳდოდეთ, არა თუ რომელ ესოდენნი ფილაფოსნიცა არიან თქუენ შორის.
1 კორინთელთა მიმართ 6:4
3. არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა?4. უკუეთუ ამის სოფლისა სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის, ესენი დასხენით?5. საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6