თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ "თანანადებსა მისცემდინ ერთიერთსა". აწ უთარგმნის თუ რაჲ არს თანანადები იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არსო თითოეულისა თანანადები, რაჲთა არა აქუნდეს ჴორცთა ზედა თჳსთა ჴელმწიფებაჲ სხჳსა გუამსა შეხებად, თჳნიერ თჳსისა მეუღლისა.
1 კორინთელთა მიმართ 7:1
თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, "უკუეთუ ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისასა და უსრულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო უძლურებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე არს, რაჲთა ესუას კაცსა ცოლი, შჯულიერითა წესითა ხუედრებული მისდა.
...ძილად იქნა შეცნობილი, ქალწულების სიკეთეც შემოვიდა. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი“ (), ანუ თავშეკავებით; და კვლავ: „უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ“ (). ქრისტეც ამბობს: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა“ (). სხვაგვარად კი დასაწყისშივე ამაზეც მიანიშნა: სათნოებაა საჭირო და არა მრავალშვილიანობა. და მოისმინე, როგორ. ერთი ბრძენი ამბობს: „ნუ ისურვებ უსარგებლო შვილთა სიმრავლეს, თუ მათთან ღვთის შიში არ არის; და ნუ მიენდობი მათ სიმრავლეს; რადგან უმჯობესია ერთი, ვიდრე ათასი, და უშვილოდ სიკვდილი - ვიდრე უღმრთო შვილების ყოლა; და უმჯობესია ერთი, რომელიც უფლის ნებას აღასრულებს, ვიდრე ათი ათასი ურჯულო“ ()2. მაგრამ უგრძნობი იუდეველები, რომლებიც მუდამ ხორცისკენ იყვნენ პირდაღებულ...