თარგმანი: ესე სიტყუანი ყოველნი ზოგად წარმავალობისა და დაუდგრომელობისა ამის საწუთროჲსა შემასმენელ არიან, რამეთუ ვინაჲთგან მახლობელ არს სიკუდილი, ყოველივე ესე საწუთროჲ არარა არს; არცა ტირილი, არცა სიხარული, არცა სყიდაჲ გინა განსყიდაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 7:30
29. ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს;30. და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა;31. და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7