თარგმანი: რაჟამს თქუა ქორწინებულთა მათთჳს, ვითარმედ: "ჭირი ჴორცთაჲ აქუს", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "და გემოჲცა!" — ამისთჳს წარმავალობითა საწუთროჲსაჲთა განჰკუეთს გემოსა მას; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე წინა-გიყავ ჭირი ჴორცთაჲ, ხოლო თქუენ ნუუკუე და წინა-მიყოთ გემოჲ იგი ჴორცთაჲ, ამისთჳს მე ზედა-დავჰრთავ, ვითარმედ: ქონებასა თანა ჭირისასა არცაღა გემოჲ აქუნდეს შემოკლებითა ჟამისაჲთა; რამეთუ აჰა საწუთროჲ ესე წარვალს: აჰა მახლობელ არს სასუფეველი ქრისტესი, რომლისა მიმართ განსლვად მიწოდებულ ვართ.
1 კორინთელთა მიმართ 7:29
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მნებავს თქუენი უმჯობესი, რაჲთა არა შთაჰვარდეთ ჭირთა მათ ქორწინებისა მიერ მომავალთა, რამეთუ ჟამიცა შემოკლებულ არს და მოვალს სიკუდილი ადრე. და ამისთჳს, რომელთა ცოლ, უჴმს, რაჲთა შორს ყონ გულისთქუმაჲ მათგან და მოელოდინ სიკუდილსა, და ესრეთ იყვნენ, ვითარმცა ცოლ არა ესუა. და ყოველივე საქმე ამის სოფლისაჲ — ქორწინებაჲ და სიხარული და მწუხარებაჲ და ყოვლი საქმე საწუთროჲსაჲ — არარადმცა შეგირაცხია მოლოდებითა სიკუდილისაჲთა, და ოდენ სათნოებაჲ გაქუნდინ თჳსად.
...მბობს: „ერთის ცოლის ქმარ“ ()? ზოგნი ამბობენ, რომ პავლემ ცოლისაგან თავისუფლად დარჩენილზე მიანიშნა; ხოლო თუ ეს ასე არ არის, შესაძლებელია, ცოლის მქონეც ისე იყოს, „ვითარმცა არა ესხნეს“ (). მაშინ ხომ ეს კეთილად დაუშვა, იმ საქმის მაშინდელი ბუნების შესაბამისად. მაგრამ ამის კეთილად გამოყენებაც შესაძლებელია, თუ ვინმე ინებებს. რამეთუ როგორც სიმდიდრეს ძნელად შეჰყავს ცათა სასუფეველში, მაგრამ მრავალ ადგილას მდიდრები მაინც შევიდნენ, ასევეა ქორწინებაც. მაგრამ რას ამბობ, მითხარი? ეპისკოპოსზე საუბრისას ამბობდა, რომ იგი არ უნდა იყოს მთვრალი, არამედ სტუმართმოყვარე, მაშინ როცა ამათზე უმეტესი უნდა ეთქვა. რატომ არ თქვა: „ეპისკოპოსი ანგელოზი უნდა იყოს, არავითარ ადამიანურ ვნებას არ უნდა ემორჩილებოდეს“ — ის დიდი მცნებები, რომლებიც ქრისტემ თქვა და რომლებიც მორჩილთაც უნდა ჰქონდეთ: ჯვარცმული იყოს და სული მუდამ...
...სი, არა მონაზონთა ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველთა ქრისტეანეთა; და სხუაჲ ყოველივე მცნებაჲ ზოგად მოცემულ არს ერისკაცთა და მონაზონთა, თჳნიერ ხოლო ქორწინებისა. და უფროჲსად ამასცა ზედა კნინღა და შეასწორებს ყოველთა მოციქული და იტყჳს: „ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; რომელ-თაღა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ“, რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.
აწ უკუე ვეტყჳ მათ, რომელნი მეტყჳან, თუ: რაჲ არს ესე? უდაბნოდ წარსლვად და მონაზონებად გჳბრძანება? ვითარმედ უკუეთუმცა მისმენდით, გაწჳემცა ესე სიხარულით, რამეთუ იქმნეს აწ ქალაქნი და სოფელნი მსგავს სოდომისა და გომორისა. და ვითარმცა ვის არა ვაწჳე წარსლვაჲ უდაბნოდ და მონოზონებად, გარნა არავის ვაიძულებ ამას ზედა, რამეთუ ესე კაცად-კაცადისა ნებასა ზედა არს; ხოლო ამას გეტყჳ და გამცნებ, რაჲ-თა მცნებათა ქრისტესთა იმარხვიდეთ, რამეთუ თანამდებ ხართ; არა გაყენებ ქორწინებად, არამედ გამცნებ, რაჲთა სიწმიდით და წესიერებით იყვნეთ და არა უწესოებით და სავსე სირცხჳლითა და მრავლითა ცოდვითა; არა გაიძულებ უდაბნოდ განსლვასა, არამედ გაიძულებ ყოველთავე ჩუეულებათა ცოდვისათა მოწყუედად და ყოფად სახლთა შინა თქუენთა სიწმიდითა და სიმართლითა. რაჲ ზიარებაჲ არს თქუენი შესაკრებელთა მათ თანა საეშმაკოთა, სადა-იგი ჴმანი და სიტყუა...