მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:39

38. და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.39. დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.40. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
39. დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ; გარნა ხოლო უფლისა მიერ (7,39).:

თარგმანი: აჰა ამითცა შეკრულებითა ქმრისცოლისაჲთა აღმატებულ ყო პატივი ქალწულისაჲ, ვითარ განჴსნილ არს საკრველისაგან. და კუალად, შემდგომად სიკუდილისა ქმრისა, თავისუფალ წოდებითა მდუმრიად ამას აწუევს, ვითარმედ: ნუღარა შეიკრვი, ერთგზის განჴსნილი კრულებისაგან. ხოლო დაღაცათუ კუალად იქორწინებდეო, ეტყჳს, უფლისა მიერმცა არს ქორწინებაჲ შენი. ესე იგი არს, ნუ მიზეზითა გულისთქუმისაჲთა, არამედ შვილთსხმისა და კრძალულებით სახლისპყრობისაჲთა.

თავი დ̂ * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულისა თჳსისათჳს, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ უნდეს ყოფად, რაჲ უნდეს, ყავნ; არა ცოდა, აქორწინენ. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ იყოს გულსა მისსა მტკიცედ, და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა, და ესე დაამტკიცა გულსა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწული, კეთილად ყოს, რამეთუ, რომელმან აქორწინოს თჳსსა მას ქალწულსა, კეთილადვე ყოს, და რომელმან არა აქორწინოს, უმჯობეს ყოს. დედაკაცი კრულ არს, რავდენჟამ ცოცხალ იყოს ქმარი მისი. უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს მისი თუ ქორწინებაჲ, გარნა უფლისა მიერ. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ, რამეთუ ვჰგონებ მე, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე (7,36-40).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე შვილი ესუას ქალწული და კაცობრივისა რაჲსმე საქმისათჳს და უძლურისა გონებისა თჳსისა სირცხჳლ იჩინოს ქალწულებით დამარხვაჲ, იყოს რაჲ სიჩჩოჲსა ჰასაკსა გარდასრულ და გინა თუ სხუათა ვიეთმე სათნოებისათჳს, ანუ თუ კაცობრივისა რაჲსმე საქმისა სირცხჳლ-იჩინოს მისი ქალწულებით დამარხვაჲ და ენებოს ქორწინებად მიცემაჲ, ნებაჲ მისი იყავნ; ქმენინ, რაჲს-იგი ინება, რამეთუ მაშინ, უკუეთუ მამამან შვილი თჳსი ქალწულად დაჰმარხოს, ყოველნი აბრალობდიან. და ამისთჳს თქუა: "უკუეთუ სარცხჳნელ უჩნდეს". უკუეთუ კულა მტკიცე ვინ იყოს გონებითა და დადვას გულსა თჳსსა ქალწულად დამარხვაჲ შვილისა თჳსისაჲ, იგი ფრიად კეთილად იქმსო და უმჯობესისა ყოვლით კერძო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის