თარგმანი: ესეცა სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან: ვინაჲცა, რომელმან განათხოვოს, კეთილად ჰყოფს, ხოლო რომელმან არა განათხოვოს, უმჯობესსა ჰყოფს. რამეთუ მშობელსა ქალისასა ეტყჳს, ვითარმედ: არა ცოდვა არს, უკუეთუ მიათხოო ასული ქმარსა. და ყოველი რომელი არა ცოდვა არს, იგი კეთილ არს. ხოლო ქალწულებით დაცვაჲ შვილისაჲ — კეთილთა უკეთეს არს. იხილე, ვითარ თანა-შეტყუებითა ქორწინებისაჲთა განმზრახ ექმნების ქალწულებასა.
1 კორინთელთა მიმართ 7:38
37. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.38. და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.39. დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7