მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:13

12. უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა.13. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან?14. ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
13. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებედ, ბაგინისაგან ჭამიან? (9,13).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ტაძრისასა იქმოდიან, ტაძრისაგან ჭამდიან? ესე იგი არიან მღდელნი და ლევიტელნი, განკუთნვილ იყო ჰმსახურებდენ-ცა ტაძარსა და იზარდებოდინ ტაძრისაგან. რომელთაჲ მოციქულმან რაჲთა არა დააკნინოს დიდებაჲ, არცა მომრთუმელნი იგი მათდა საზრდელისანი აღაზუავნეს, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: "ერისაგან", არამედ ტაძრისაგან ჭამენო. ესე იგი არს, ვითარმედ სამართალისა ნაყოფთაგან ნამუშაკევისა თჳსისათა, რამეთუ მისგანვე იზარდებიან, რომელსაცა ჰმსახურებენ, ვინაჲთგან მიერითგან ვინაჲთგან შეწიროს ტაძარსა, არღარა მომრთუმელისა მისდად, არამედ ტაძრისად სახელ-იდების შეწირული იგი.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება:

...და რუდუნებანი"** (). მან წინასწარ თქვა: „შეგვეძლო სიმძიმეში ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულებს"; ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართაც: „არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან?" (). „ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ." (). მაგრამ მე, ამბობს, ეს არ ვინებე, არამედ ვშრომობდი. და უბრალოდ კი არ შრომობდა, არამედ დიდი გულმოდგინებით.

და იხილე, რას ამბობს: „მოიჴსენენით"; არ უთქვამს: ჩემგან მიღებული კეთილისმყოფელობანი, არამედ: „შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი" (). „რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." ()....

სრულად ნახვა