თარგმანი: არა თუ სახარებისასა უმეტეს არს უსასყიდლოდ ქადაგებაჲ მისი, არამედ ამისთჳს უფროჲს საქადულ არს, ვინაჲთგან ქადაგებაჲ სახარებისაჲ სამნოდ, ესე იგი არს განსაგებელად რწმუნებულ არს ბრძანებითა მეუფისაჲთა. და ბრძანებუ[ლისა აღსრულებასა ... ... ... თჳთ მეუფე იგი ყოველთაჲ აყენებს, [... ...თა] ესმის მისგან. რაჟამს ჰყოფთ [... ბრძანებული] თქუენდა თქუთ, მონანი ვართ უჴმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ. ამისთჳსცა მოციქული არა იტყჳს, ვითარმედ: არა მაქუს სასყიდელი ქადაგებისათჳს სახარებისა, რომლისა ქმნად აიძულებს ვაებაჲ, რომელი მიელის არა აღმასრულებელთა უფლისა ბრძანებათასა. ამისთჳს თანანადებისა გარდაჴდასა თანა ზედა-დაჰრთავს შეწირვასა ძღუნისასა. რომელ არს უსასყიდლოდ ქადაგებაჲ მისი.
1 კორინთელთა მიმართ 9:17
16. რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე.17. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა.18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9