თარგმანი: არა თუ სახარებისასა უმეტეს არს უსასყიდლოდ ქადაგებაჲ მისი, არამედ ამისთჳს უფროჲს საქადულ არს, ვინაჲთგან ქადაგებაჲ სახარებისაჲ სამნოდ, ესე იგი არს განსაგებელად რწმუნებულ არს ბრძანებითა მეუფისაჲთა. და ბრძანებუ[ლისა აღსრულებასა ... ... ... თჳთ მეუფე იგი ყოველთაჲ აყენებს, [... ...თა] ესმის მისგან. რაჟამს ჰყოფთ [... ბრძანებული] თქუენდა თქუთ, მონანი ვართ უჴმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ. ამისთჳსცა მოციქული არა იტყჳს, ვითარმედ: არა მაქუს სასყიდელი ქადაგებისათჳს სახარებისა, რომლისა ქმნად აიძულებს ვაებაჲ, რომელი მიელის არა აღმასრულებელთა უფლისა ბრძანებათასა. ამისთჳს თანანადებისა გარდაჴდასა თანა ზედა-დაჰრთავს შეწირვასა ძღუნისასა. რომელ არს უსასყიდლოდ ქადაგებაჲ მისი.
15. ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი.16. რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე.17. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9