მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:18

17. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა.18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.19. რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა (9,18).:

თარგმანი: იხილე, ვითარ თჳსსა დაფარულად თქუმულსა თჳთვე განგიმარტებს ამას თანა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, დაღაცათუ იგი უმეტესისა სასყიდლისათჳს არა იჴუმევდა, არამედ რომელნი-იგი იჴუმევდეს, არავე ცოდვიდეს, რამეთუ საქმესა ჰყოფდეს შენდობილსა, და რომლისათჳს მიცემულ იყო მათდა ქმნად ჴელმწიფებაჲ უფლისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის