თარგმანი: პირველად ცოლთა ასწავა მორჩილებაჲ, ხოლო აწ ქმართა ამცნებს უმეტესსა კრძალულებასა ცოლთა პატივისათჳს, რამეთუ უძლურ და სულმოკლე არიან იგინი თავს-დებად რაჲსამე და, რომლითაცა სახითა აღშფოთნენ სახლსა შინა, მყის განეჴუებიან ყოველსავე ლოცვასა და ღმრთისმსახურებასა. ხოლო რაჟამს ტჳრთვით და შენდობით თავს-დებითა მკჳდრ იყვნენ მათ თანა ქმარნი მათნი, მაშინ ეზიარებიან მათსა ყოველსავე ლოცვასა და ღმრთისმსახურებასა, ვითარცა მიმცემელნი მათდა მყუდროებისა და უშფოთველობისანი.
1 პეტრე 3:7
6. ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა.7. ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა.8. ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.
1 პეტრე თავი 3