თარგმანი: არღარა ცოლთა ოდენ და ქმართა, არამედ ზოგად ყოველსა ჰასაკსა ყოველთა კაცთასა ჰლოცავს სიყუარულით ერთ-ნება ყოფისათჳს, რომელ არს ძირი ყოველთა კეთილთაჲ, რამეთუ ამისგან აღმოეცენებიან მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიყუარული ძმათაჲ, შეწყნარებაჲ უცხოთაჲ და სიმდაბლე ყოველთა მიმართ. ამათ შეუდგს აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ: არა მიგებაჲ ბოროტისა, არცა გინებისაჲ, არამედ წინაუკუმო — კურთხევაჲ მწყევართაჲ და მაგინებელთაჲ; რომლითა დავიმკჳდრებთ კურთხევასა მცნებისა აღმასრულებელთასა.
1 პეტრე 3:8
7. ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა.8. ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ.9. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.
1 პეტრე თავი 3