მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:17

16. უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს.17. რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.18. რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
17. რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.
ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ ().

1.

პავლემ ქვრივების შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, მათი ასაკიც განსაზღვრა, როცა თქვა: „ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ“ (), და ქვრივის თვისებაც გვასწავლა, როცა თქვა: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (). აქ კი კვლავ ამბობს: „ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე“ (<span...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება:

...). ამრიგად ქრისტემ მორჩილს ყოველგვარი საბაბი გადაუკეტა.

ხოლო პავლე ტიმოთესადმი წერისასაც ამბობდა: „რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა." (). ებრაელთა მიმართაც წერისას ამბობდა: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ" (); და აქაც კვლავ: „ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ" (). რადგან, როცა თქვა: „აღაშენებდით ურთიერთსა" (), რათა არ ეფიქრათ, რომ ისინი მოძღვართა ღირსებამდე აიყვანა, ამას დაურთო, თითქოს ამბობდა: თქვენც მოგეცით ნება, ერთმანეთი აღაშენოთ, რადგან შეუძლებელია მოძღვარმა ყოველივე თქვას. ამბობს: „მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი" (...

სრულად ნახვა