თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ეტყოდა, ვითარმედ არა მაქუს ჴელმწიფებაჲ თავით თჳსით წარსლვად სადამე, უკუეთუ არა წარვიგლინო სულისა მიერ, ნუუკუე აწ თჳთვე წინა-აღუდგებისა თავსა თჳსსა, ვითარმედ რიდობისათჳს არა მივიდა? — ნუ იყოფინ, არამედ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას მიზეზსა თანა, რამეთუ დაყენებულ ვიქმენ სულისა მიერ, ესეცა მეორე დამერთო მიზეზი რიდობისა თქუენისაჲ, რამეთუ თჳთ ნუუკუე და მებრვე ამისთჳს არა უბრძანებდა სული მისლვად მათდა, ვინაჲთგან იყვნეს ვინმე მათ შორის შეცოდებულნი და არღა შენანებულნი, და ჯერ-იყო მათი წინა-განმართვაჲ ებისტოლებითა ამით, რაჲთა არა პირისპირ მისლვაჲ იგი მოციქულისაჲ საგუემელ და განმშჯელ ექმნეს მათ, რამეთუ ესეცა ძალი და ჴელმწიფებაჲ აქუნდა მოციქულსა ტანჯვად და გუემად მათდა, რომელნი არა განემართნენ მხილებითა, ვითარ-იგი უყო ელჳმას მოგუსა!
2 კორინთელთა მიმართ 1:23
22. და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა.23. ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ.24. არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1