თარგმანი: ვინაჲთგან ზემო შემთხუევაჲ ოდენ თქუა ჭირისაჲ, და არა ადგილიცა, ამისთჳს აწ ადგილსაცა იტყჳს, და მიზეზად არა-მისლვისა სიყუარულით ამას წინა-უყოფს, ვითარმედ: ამისთჳს დამეყოვნა, რომლისათჳს პირველსაცა ებისტოლესა შინა მიეწერა მათდა, ვითარმედ: "კარი განმეღო მე და მჴდომნი მრავალ არიან" ().
2 კორინთელთა მიმართ 1:8
7. და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა.8. რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა.9. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,
2 კორინთელთა მიმართ თავი 1