მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:23

22. ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;23. მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.24. ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
23. მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ებრაელ თუ არიან, — მეცა! ისრაიტელ თუ არიან, — მეცა! (11,23).:

თარგმანი: არათუ ყოველნი ებრაელნი ისრაიტელცა იყვნეს, რამეთუ მოაბელნი და ამანელნი ებრაელ იყვნეს, ხოლო ისრაიტელ — არა, რამეთუ არა შესავალ იყო მათდა ტაძარი ღმრთისაჲ. ამისთჳს მოციქულმან ებრაელ სახელ-იდვა ძუელითგანობისათჳს, რამეთუ არა მწირი მოსრულ იყო, შჯულითა ოდენ ისრაიტელ ყოფად, არამედ ებრაელი ისრაიტელ ქმნილ იყო თჳსებითა და შჯულითა. ხოლო ისრაიტელად რაჲ სახელ-იდვა, განწმიდა აზნაურებაჲ თჳსი ბიწისაგან მოაბელთა და ამანელთაჲსა. რამეთუ ისრაიტელ სახელ-ედებოდა იაკობისგანთა მათ ეგჳბტით გამოყვანებულთა ათორმეტთა ტომთა და მოსეს შჯულისა დამორჩილებულთა.

საუბარი 11. იმის შესახებ, რომ სათნოებისთვის დიდი მოშურნეობაა საჭირო
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. პავლეს თავმდაბლობა თვითდაცვისას:

...ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა"** (). ამით, ამბობს, იქადიან ისინი: მაშ, ნუ იფიქრებენ, თითქოს ჩვენ ეს არ გვაქვს; ჩვენც იმავე (უპირატესობებში) ვმონაწილეობთ. შემდეგ კი დაუმატა: „მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე" ().

6. პავლეს ტანჯვათა ჩამონათვალი

შეხედე აქ, საყვარელო, რა სათნოა ამ ნეტარის სული. მან უკვე თავხედობად და უგუნურებად მოიხსენია ნათქვამი, — თუმცა აუცილებლობით იყო იძულებული, მაინც ნათქვამით არ დაკმაყოფილდა. არამედ, როცა გადაწყვიტა გამოეცხადებინა, რომ მრავალში აღემატებოდა მათ, რათა არავის ეფიქრა, თითქოს ამას თავმოყვარეობით ამბობდა, კვლავ უგუნურებას უწოდებს თავის სიტყვებს, თითქოს ასე ამბობდეს: განა არ ვიცი, რომ იმას ვაკეთებ, რაც ბევრისთვის უსიამოვნო და ჩემთვის შეუფერებელია? მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობა მაიძულებს; ამიტომ მაპატიეთ, რომ უგუნურ სიტყვებს ვამბობ. ჩვენ მაინც მის ჩრდილს მივბაძოთ თუნდაც, ცოდვათა ასეთი ტვირთით დამძიმებულნი, — ჩვენ, რომლებიც, ზოგჯერ რაიმე კარგი რომ ვქმნათ, გულის საუნჯეში ვერ ვინახავთ, არამედ ადამიანური დიდების სიყვარულით ვამხელთ და ვაცხადებთ, და ასეთი შეუფერებელი მეტყველებით ღვთისგან ჯილდოს ვკარგავთ. ნ...

სრულად ნახვა