მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:22

21. საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.22. ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;23. მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
22. ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ: ვიკადრო მეცა (11,22).:

თარგმანი: იხილე კუალად ეგოდენთა მათ სიტყუათა ზედა წინა-განმართვისათა ჯერეთ სხუასაცა დაჰრთავს სიტყუასა განმაცხადებელსა, ვითარმედ იძულებით შემოვიდა იგი სიტყუათა ამათ სიქადულისათა; ამისთჳს უგუნურებად და კადრებად უწოდს მათ, რაჲთა ჩუენ განგუსწავლნეს არაოდეს კადრებად სიტყუად სიტყუასა სიქადულისასა, თჳნიერ ესევითარისავე რაჲსმე დიდისა და საჭიროჲსა მიზეზისა.

საუბარი 11. იმის შესახებ, რომ სათნოებისთვის დიდი მოშურნეობაა საჭირო
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. პავლეს თავმდაბლობა თვითდაცვისას:

...ე რამე კარგი ჰქონდეს გაკეთებული. „რომლითა-იგი, — ამბობს, — ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა", ანუ, ვინაიდან სრულ აუცილებლობას ვხედავ, ამიტომ გადავწყვიტე გავბედო და უგუნური საქმე ვქმნა. „ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა" (). ამით, ამბობს, იქადიან ისინი: მაშ, ნუ იფიქრებენ, თითქოს ჩვენ ეს არ გვაქვს; ჩვენც იმავე (უპირატესობებში) ვმონაწილეობთ. შემდეგ კი დაუმატა: „მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე" ().

6. პავლეს ტანჯვათა ჩამონათვალი

შეხედე აქ, საყვარელო, რა სათნოა ამ ნეტარის სული. მან უკვე თავხედობად და უგუნურებად მოიხსენია ნათქვამი, — თუმცა აუცილებლობით იყო იძულებული, მაინც ნათქვამით არ დაკმაყოფილდა. არამედ, როცა გადაწყვიტა გამოეცხადებინა, რომ მრავალში აღემატებოდა მათ, რათა არავის ეფიქრა, თითქოს ამას თავმოყვარეობით ამბობდა, კვლავ უგუნურებას უწოდებს თავის სიტყვებს, თითქოს ასე ამბობდეს: განა არ ვიცი, რომ იმას ვაკეთებ, რაც ბევრისთვის უსიამოვნო და ჩემთვის შეუფერებელია? მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობა მაიძულებს; ამიტომ მაპატიეთ, რომ უგუნურ სიტყვებს ვამბობ. ჩვენ მაინ...

სრულად ნახვა