თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ წარწყმედაჲ თქუენ მარტოთაჲ არს, არამედ შიში ზიარი არს, ნუუკუე ვითარ-იგი ევა აცთუნა გუელმან ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთვე თქუენ სივერაგემან ცრუმოციქულთამან განგდრიკნეს სარწმუნოებისაგან ქრისტეს მიმართისა, არამედ, ვითარ-იგი ევა ვერ იჴსნა პატიჟისაგან მიზეზ-ყოფამან გუელისა სივერაგეთამან, ეგრეთვე თქუენ არა კმა-გეყოს ადგილად სიტყჳს-გებისა სივერაგე იგი მიმდრეკელთა თქუენთაჲ. ხოლო არა ეტყჳს, ვითარმედ: "აწვე განხრწნილ ხართ", არამედ — "ნუუკუე განხრწნნესო", რაჲთა არა განცხადებულად მხილებითა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი საქმედ მისსა. ხოლო განხრწნაჲ ესე არს, რაჟამს შეიცვალნენ სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართისა სარწმუნოებისა გულარძნილებად სწავლათა საწარმართოთა გარეშეთა. რამეთუ სარწმუნოებასა ქრისტესსა გამოუძიებელი და უმანკოჲ უჴმს გონებაჲ, ღირსებით შემწყნარებელად თჳსსა. ამას ყოველსა თანა ფრიად გინებულ ჰყოფს ცრუმოციქულთა, რამეთუ დედაბერებრსა ზღაპრობასა მიამსგავსებს სიტყუათა მათთა.
2 კორინთელთა მიმართ 11:3
2. რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.3. ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ.4. უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11