მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:10

9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.10. ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.11. ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე. რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არარაჲთ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ, დაღათუ არარაჲ ვარ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
10. ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა და დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ, რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები (12,10).:

თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე თარგმნის ზემო თქუმულთა სიტყვათა, ვითარმედ: არა ჴორცთა უძლურება არს საწერტელი იგი, ჴურვებისა ანუ სხჳსა სენთა შემთხუევისა, არამედ უძლურებათა შინა სათნო-უჩნს გინებათა და ჭირთა, დევნულებათა და იწროებათასა, რომელნი შეემთხუეოდინ სახელისათჳს ქრისტესისა. ესე თქუა ზოგად ორთათჳსვე ერისათჳს, რაჲთა არა სირცხჳლ უჩნდეს ღუაწლთა და ჭირთა და დევნულებათა მისთა ზედა, რომელთა შინა იხილვების უმეტესი ძლიერებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ არა მძლავრთა, არცა მფლობელთა, არამედ დევნულთა და ტანჯულთა მიერ დაამორჩილნა კაცნი ქადაგებასა თჳსსა. და კუალად, ცრუმოციქულთა მათთჳსცა, რომელნი ყოველსავე ზედა წინააღმდგომსა ამათსა იქადდეს, — დიდებასა და შუებასა და განსუენებასა, და ამათისა არა-ქონებისათჳს შეასმენდეს მოციქულსა, ვითარცა მრავალმოღუაწესა და ყოვლად გამოჴურვებულსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის