მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:11

10. და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა.11. რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.12. ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
11. რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რავდენ უფროჲს რომელი-იგი ჰგიეს დიდებით (3,11).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ორნი აღმატებულებანი თქუნა ახლისანი ძუელისა მის თანა შეტყუებისაგან, პირველად მისი ჴორციელობაჲ და ამისი სულიერობაჲ, ვითარ იგი ქვასა ზედა მელნითა, ხოლო ესე გულთა ზედა მწერალ არს სულითა, ხოლო მეორედ ვითარ უზეშთაესი დიდებაჲ აქუს ამას, ყოვლად შეუსწორებელად აღმატებული მისისა დიდებისაგან, ხოლო აწ მესამედ ზეშთა აღიყვანებს ქებასა ამისსა, მისითა განქარვებადობითა, ხოლო ამისითა განუქარვებელობითა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...(რომ. 1,17) და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ იგინი სახენი იყვნეს და აჩრდილნი.

ხოლო ესე ყოველივე ჭეშმარიტება არს, და სახელითა ოდენ და არა საქმითა ჰგვანან მათ. და სახეთაცა ზედა და აჩრდილთადა რომელი სპეტაკისა წამლისა მიერ გამოიწეროს, გინა თუ შავისა...

სრულად ნახვა