თარგმანი: შეეშინა სიზრქესა მსმენელთასა, ნუუკუე ესმოდის რაჲ ახლისა ამის დიდებისა აღმატებულებაჲ, ნუ სადა ხილული ესე ოდენ ჰგონონ აწინდელი. ამისთჳს ყოფადისა მიმართ წარავლენს სასოებისა საუკუნეთა კეთილთაჲსა, და ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითარისა საუკუნოდ წარუვალისა დიდებისა სასოებითა აღსავსე ვართ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მრავალი კადნიერებაჲ ვიჴუმიოთ. ესე იგი არს, ფრიადითა — კადნიერებითა ქადაგებაჲ სიტყუასა ამას ცხორებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 3:12
11. რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.12. ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ.13. და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3