თარგმანი: ვინაჲთგან ყოველნი მოსწყდეს შეცოდებითა და განცხოველდეს ქრისტეს მიერ, ამიერითგან არცა ერთისაღა ვისდა ჯერ-არს ჴორციელად ცხორებაჲ, ესე იგი არს ძუელისაებრ მოქალაქობისა და შეცოდებისა; რამეთუ ცოდვასა შინა ყოფაჲ სიკუდილი არს და არა ცხორებაჲ. არამედ აწინდელნი ესე ქრისტეს მიერ ცხოვნებულნი სულიერად ცხონდებიან; არა ჴორციულად მოქალაქობენ მიერითგან, ვინაჲთგან აღმოიშვნეს ნათლისღებითა, ვინაჲცა ახალი აქუს ცხორებაჲ და არა ძუელი.
15. და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა.16. ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით,17. არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5