თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელიცა ქრისტეს მიერ ცხოველ არს, ესე იგი არს სარწმუნოებითა მისითა ესევითარი იგი ახალ დაბადებულ არს, რამეთუ ახლად მოქალაქობად იჩინა, ვითარცა ზეგარდამო შობილი სულისა მიერ, რაჲთა შემდგომად ნათლისღებისა არღარა ცოდვასა შინა იქცეოდის, არამედ სულიერად და სათნოდ მოქალაქობდეს.
2 კორინთელთა მიმართ 5:17
16. ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით,17. არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ.18. და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5