თარგმანი: ვითარმცა ვინმე ჰკითხვიდა წინააღმდგომთაგანი, ვითარმედ: "რაჲ? ნუუკუე ჴორცთა სიკუდილი გიმძიმსა ანუ ჴორცნი გეწყინებიან?" — მიუგებს, ვითარმედ: "სიკუდილი არა მიმძიმს, რომელი-ესე სოფლისმოყუარეთა თჳს-ეყჳს, და ჴორცნი არა მეწყინებიან, რამეთუ არცაღა განძურცაჲ მათი მნებავს, არამედ ესე ოდენ, რაჲთა მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ და დაინთქას მოკუდავებაჲ მათი უკუდავებითა და ცხორებითა, ესე იგი არს —თავისუფლებითა ვნებათაგან და ცოდვათა.
2 კორინთელთა მიმართ 5:4
3. რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.4. და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან.5. ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5