თარგმანი: ვინაჲთგან წარმოასრულა თხრობაჲ მოქალაქობისა და ღუაწლთა თჳსთაჲ, და ენება დაწყებაჲ სიტყუათა სწავლისათაჲ, რაჲთა სახედ მიცემასა თანა თავისა თჳსისასა სიტყუანიცა სწავლისანი წინა-უყვნეს მათ, ამისთჳს დასაბამად სიტყჳსა განუცხადებს საზომსა სიყუარულისასა, რომელი აქუს მათდა მიმართ, ვითარმედ: ესოდენ მიყუართ, რომელ არა ჰნებავს პირსა ჩემსა, რაჲთამცა არა სამარადისოდ აღებულ იყო თქუენდა მიმართ მეტყუელებად.
2 კორინთელთა მიმართ 6:11
10. ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.11. პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი განვრცომილ არს.12. არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6