მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:3

2. რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.3. ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,4. არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
3. ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნურას ვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი (6,3).:

თარგმანი: ესრეთვე ჰნებავს მოციქულსა მოწაფეთაჲცა, რაჲთა, ვითარ-იგი თჳთ ყოვლით კერძო განაკრძალებს ცხორებასა თჳსსა და არავის წინააღმდგომთაგანსა უტევებს გინა ადგილ-სცემს, რაჲთა გმობითა ქადაგისაჲთა დააკნინონ ქადაგებაჲცა იგი მისი; ამისთჳსცა არა ხოლო საქმისა, არამედ არცაღა გულისსიტყჳსა იჭუსა დაუტევებს ვის თანა თავისა თჳსისათჳს. ეგრეთვე მოწაფენიცა სარწმუნოებისა ჭეშმარიტისანი მოღუაწე იყვნენ მოგებად ცხორებისა პატიოსნისა და ყოვლისაგან ბიწისა განშორებულისა, რაჲთა არა ბოროტებითა საქმეთა თჳსთაჲთა ადგილ-სცენ წინააღმდგომთა გმობად სარწმუნოებისა ვითარცა თქუმულ არს: "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" ().

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის