მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:4

3. ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,4. არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა5. და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
4. არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისმსახურთა (6,4).:

თარგმანი: არა ხოლო ბიწისაგან თავისუფლებასა, არამედ ყოველთა კეთილთა მიერ აღსავსებასა ეძიებს, რაჲთა არა ხოლო კაცთა წინაშე სახილველად, არამედ ვითარცა წინაშე ღმრთისა, დაფარულთა მხედველისა, სრულებით მოიგონ, სიტყჳთ და საქმით, ნაყოფი ღმრთისმსახურებისაჲ, რომელი-ესე მაშინ საცნაურ არს, რაჟამს სწორებით მოღუაწე იყოს კაცი სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის